ხურჩაში რაც მოხდა, ეს არის საშინელი მკვლელობა. ნებისმიერი სახელმწიფო მოხელე, მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც მეც ვარ, მეტი ყურადღებით უნდა აკვირდებოდეს თავის სიტყვებს. რაც მე ვარ სახელმწიფო მინისტრი, პირველად მაქვს განცდა სინანულის, რომ ჩემი სიტყვები არათუ სწორად არ იყო გაგონილი, არამედ არასწორად იყო ნათქვამი. მინდა, სინანული გამოვხატო გიგა ოთხოზორიას ოჯახის მიმართ, რომელმაც ჩემი სიტყვები მტკივნეულად აღიქვა. ეს იყო ჩემი მხრიდან წამოცდენილი წინდაუხედავი სიტყვა. ვაპირებ, ჩავიდე და პატივი მივაგო ოთხოზორიას ოჯახს.
მკვლელობა საოკუპაციო ხაზთან
ზაქარეიშვილი: ოთხოზორიას მკვლელობაზე წინდაუხედავი, არასწორი სიტყვები ვთქვი
tbl.ge/1pgj
დაკოპირდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე თავისი 21 მაისის განცხადების შესახებ. ზაქარეიშვილმა მაშინ თქვა, რომ "ეს არის ერთჯერადი მკვლელობა და არა სისტემური, როგორც ნაციონალების დროს".
ამავე თემაზე
- პრემიერი გინტურზე: შედეგია მძიმე მემკვიდრეობისა, რომელიც თქვენმა ხელისუფლებამ დაგვიტოვა
- პრემიერი გინტურზე: უმძიმესი ფაქტი მოხდა, მაგრამ ენმ რომ ყოფილიყო, იქნებოდა ომი, ნგრევა
- ზაქარეიშვილი: მაქვს განცდა, რომ ოთხოზურიას მკვლელობაში ეჭვმიტანილს არ დამალავენ
- პრემიერი: ოთხოზორიას მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს უნდა დაეკისროს
- 4-წლიანი წყვეტის შემდეგ, 27 მაისს, გალში IPRM-ის საგანგებო შეხვედრა გაიმართება