სტაჟირება ტაბულაში

ტაბულა აცხადებს საზაფხულო სტაჟირებას

ტაბულა

ტაბულა აცხადებს საზაფხულო სტაჟირებას სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის. ჩვენ ვეძებთ წერითი უნარების მქონე, აქტიურ ადამიანებს, რომელთაც აქვთ მოტივაცია, შეიძინონ ან გაიღრმაონ ცოდნა ჟურნალისტიკაში.

ტაბულას კვალიფიციური გუნდი მზად არის, შერჩეულ პირებს გაუზიაროს მრავალწლიანი გამოცდილება და დაეხმაროს მათ ჟურნალისტიკის პროფესიული სტანდარტების ათვისებასა და გამოყენებაში.

კონკურსანტი უნდა იზიარებდეს კომპანიის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს, კერძოდ, სურდეს კრიტიკული აზროვნების წახალისებითა და ჟურნალისტიკის პროფესიული სტანდარტების დაცვით, ხელი შეუწყოს პროდასავლურ ორიენტაციას, პოლიტიკური პლურალიზმისა და თავისუფალი ბაზრის განვითარებას, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვას.

სტაჟირების მსურველი თავისუფალი უნდა იყოს ქსენოფობიური განწყობებისგან.

დაინტერესებულმა პირმა, ელ-ფოსტაზე, [email protected], 20 ივნისამდე უნდა გამოგზავნოს:

  1. სამოტივაციო წერილი, რომელიც უპასუხებს შემდეგ კითხვებს:
  • რამ განაპირობა თქვენი დაინტერესება ჟურნალისტიკით?
  • რატომ გსურთ ტაბულაში სტაჟირება?
  • რა თემებზე გსურთ მუშაობა?
  1. Curriculum Vitae (CV) - სადაც აუცილებელია, შევსებული იყოს უცხო ენების გრაფა.

კომენტარები