FIFA-ს საქმე

გამოძიება - FIFA-ს ექსდირექტორებმა $80 მილიონის ოდენობით ბონუსები გამოიწერეს

FIFA President Sepp Blatter announcing Qatar as the host country of the 2022 World Cup.

FIFA-ს ყოფილი მაღალჩინოსნები ზეპ ბლატერი, ჟერომ ვალცკე და მარკუს კატნერი 5 წლის განმავლობაში საკუთარი თავისთვის ჯამში 80 მილიონი დოლარის ბონუსების გამოწერაში ამხილეს.

FIFA-ს ექსპრეზიდენტის, ყოფილი ვიცეპრეზიდენტისა და ყოფილი ფინანსური დირექტორის დარღვევების შესახებ დოკუმენტაცია შვეიცარიელმა სამართალდამცველებმა რეიდების დროს მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ კორუფციის ბრალდებით ფეხბურთს ბლატერი (6 თვით) და ვალცკე (12 წლით) ჯერ კიდევ თებერვალში ჩამოაშორეს.

ყოფილი მაღალჩინოსნები ბრალდებებს ამ დრომდე უარყოფენ.

კომენტარები