რუსთავი 2-ის საქმე

მოსამართლე გუჯაბიძის დედა: ჩემი შვილიდან მე ფული არ ამიღია

რუსთავი 2

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლე ნათია გუჯაბიძის დედა, მანანა დოლიძე ადასტურებს, რომ 2014 წელს ბინას ნამდვილად აქირავებდა და საფასურს სახელმწიფოსგან იღებდა. ჟურნალისტის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა სახლი მის შვილზე გაქირავებული, დოლიძე ჟურნალისტს არ პასუხობს. 

"მე ჩემი შვილი კი არ მიხდიდა ფულს, სამ შორის დაიდო, ჩემს შორის, რაღაც ის არის, სპეციალური სამსახური ხოა მაგისი, ჩემი შვილი მე რას მიხდიდა? მე მიხდიდა და ვიხდიდი კიდევ გადასახადი რომ არის.ჩემი შვილიდან მე ფული არ ამიღია. მე მიხდიდა სახელმწიფო იმისთვის, რომ ქირაობდა, არ ვიცი." - ამბობს დოლიძე.

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, მოსამართლეთა კოლეგიის ერთ-ერთი წევრი ნათია გუჯაბიძე თაღლითობაშია შემჩნეული. გვარამიას თქმით, ამის გამო, პროკურატურის მხრიდან, გუჯაბიძეზე ზეწოლა მიმდინარეობს. გვარამიასვე ცნობით, გუჯაბიძეს 2014 წელს გამოეყო სახელმწიფოსგან სახსრები იმ მოტივით, რომ არ ჰქონდა საცხოვრებელი სახლი თბილისში და სამოსამართლო უფლებამოსილების შესრულებისთვის სჭირდებოდა ანაზღაურება. მან კი სახლი დედისგან იქირავა.

კომენტარები