რუსთავი 2-ის საქმე

რუსთავი2-ის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდა

რუსთავი 2

რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესი სააპელაციო სასამართლოში დასრულდა. მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად ემზადება. როგორც მოსამართლე ნატა ნაზღაიძემ თქვა, გადაწყვეტილების მისაღებად მათ გარკვეული დრო სჭირდებათ. 

საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღს სააპელაციო სასამართლო წინასწარ გაავრცელებს.  

დღევანდელი პროცესი საავტორო უფლებებთან დაკავშირებით ქიბარ ხალვაშის მხარის სარჩელის განხილვით გაგრძელდა. ადვოკატმა პაატა სალიამ თქვა, რომ მხარე სააპელაციო სარჩელზე უარს ამბობს, რაც სასამართლო კოლეგიამ დააკმაყოფილა.

სასამართლომ პროცესზე არ დაუშვა რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და ტელეკომპანიის ადვოკატები თამთა მურადაშვილი და დიმიტრი საძაგლიშვილი. აღნიშნულთან დაკავშირებით კამათისას, მოსამართლემ 500 ლარით დააჯარიმა ტვ საქართველოს ადვოკატი ზაზა ბიბილაშვილი.

დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპიც დასრულდა.

სააპელაციო სასამართლო განიხილავდა საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანია "პანორამას" მიეკუთვნა.

კომენტარები