სექსუალური უმცირესობები

კალიფორნიაში დააკავეს მამაკაცი, რომელიც გეი-აღლუმზე თავდასხმას გეგმავდა

Santa Monica Police Departament

კალიფორნიის შტატში, სანტა მონიკას პოლიციამ შეიარაღებული მამაკაცი დააკავა. 20 წლის ჯეიმს უესლი ჰოუელი ლოს-ანჯელესის გეი-აღლუმზე თავდასხმას გეგმავდა.

სამართალდამცველებს მამაკაცის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთმა მოქალაქემ მიაწოდა. პოლიციის თქმით, დაკავებულს ორლანდოში მომხდარ თავდასხმასთან კავშირი არ ჰქონია. მისი მანქანიდან 3 ავტომატი, რამდენიმე მჭიდი და 19 ლიტრი ქიმიური ხსნარი ამოიღეს.

სანტა მონიკას პოლიციის უფროსის ცნობით, დაკავებულმა უკვე აღიარა, რომ გეი-აღლუმზე თავდასხმას გეგმავდა.

კომენტარები