რა თქმა უნდა, ქართულ ოცნებასთან ვითანამშრომლებ ისევ. სხვაგან მე ჩემი თავი არც წარმომიდგენია. ვრჩები ქართული ოცნების გუნდში. მით უმეტეს, რომ ბიძინა ივანიშვილის ბოლოდროინდელმა აქტიურმა ჩართვამ, თუნდაც მასთან შეხვედრამ, თუნდაც ბატონი ბიძინას ჟურნალისტებთან შეხვედრამ, საბოლოოდ დამარწმუნა, რომ ქართულ ოცნებას თავისი პრინციპებისთვის, ფუნდამენტური ღირებულებებისათვის არასოდეს უღალატია და არც უღალატებს, ამიტომაც ვრჩები ამ გუნდში. არც მისურვებია, რომ სიაში ვყოფილიყავი. არც მინდა და პირდაპირ განვუცხადე ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომ სიაში მე არ მოვიაზრებ ჩემს თავს, მაგრამ ერთ-ერთ ოლქში მაჟორიტარ დეპუტატად, რა თქმა უნდა, სურვილი მაქვს, ვიბრძოლო და გავიმარჯვო კიდეც იმიტომ, რომ რესურსი დიდი მაქვს, წარსული სუფთა მაქვს, გამოცდილება მაქვს, ცოდნა არ მაკლია და გუნდისადმი ერთგულება.
tbl.ge/1rmi
დაკოპირდა
ქართული ოცნების დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე.
ამავე თემაზე
- ეს ყველაფერი წაიღეთ სამართალდამცველ სტრუქტურებში - კობახიძე ძალადობის ამსახველ ვიდეოზე
- ზრდილობის ხსენებაზე მიშველაძემ კობახიძეს დიტო სამხარაძის გინება ჩაურთო
- ღუდუშაური მოქალაქეს: შე ჩმორო, შენი დედას შევე*ი
- ოცნების დეპუტატი: არ გამოდის ოჯახი მამაკაცისა და ქალის გარეშე
- საკრებულოში ოცნების დეპუტატი: ღირსებით, გაუ*იმავი კაცებით ვივლით ევროპისკენ