ლგბტ აქციის დარბევა

პოლიციამ თურქეთში ლგბტ პირების აქცია დაარბია

AP

თურქეთის ქალაქ სტამბოლში პოლიციამ ლგბტ პირების აქცია დაარბია. ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიციამ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მათივე ცნობით, დაკავებულია 11 ადამიანი.

აქცია ადგილობრივი ხელისუფლების აკრძალვის მიუხედავად გაიმართა. ლგბტ პირების აქციის აკრძალვის მიზეზად, ხელისუფლებამ "საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა" დაასახელა.

თურქეთის ხელისუფლებამ ამავე მიზეზით აკრძალა 26 ივნისს სტამბოლში დაგეგმილი კიდევ ერთი, ყოველწლიური ლგბტ აქცია.

კომენტარები