სტამბოლის ტერაქტი

წულუკიანი ჩატაევზე: ეს არის წარსული

ჯერ კიდევ მაშინ მე, როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრი, წინააღმდეგი ვიყავი აჰმედ ჩატაევის ციხიდან გამოშვების და ვემხრობოდი იმას, რომ ასეთი პატიმრების გათავისუფლებისას, პროკურატურას უფრო მეტი ყურადღება გამოეჩინა. იმ დროს პროკურატურა ახალი გათავისუფლებული იყო ადეიშვილის პოლიტიკისა და წნეხისგან და ბატონი არჩილ კბილაშვილის მმართველობის ქვეშაა ეს მომხდარი. ასეა თუ ისე, ესაა წარსული. ახლა უნდა ვიმუშაოთ ყველამ ერთად, მათ შორის თურქეთის სახელმწიფოსთან, უფრო აქტიურად, რადგან, როგორც ჩანს, ტერორისტები არიან იმ გეგმების შემუშავების პროცესში, რომელიც ყველაზე დაუცველ მსხვერპლს იღებს მიზანში. ესენი გახლავთ სამოქალაქო პირები, მგზავრები, ტურისტები.

ამბობს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. REUTERS თურქულ სამთავრობო გაზეთ Yeni Safak-ზე დაყრდნობით წერს, რომ სტამბოლის ათათურქის აეროპორტზე განხორციელებული თავდასხმის ორგანიზებაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქე აჰმედ ჩატაევია. აღსანიშნავია, რომ 2012 წლის დეკემბერში, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ე.წ. ლაფანყურის ოპერაციის დროს დაკავებული აჰმედ ჩატაევი ჯერ გირაოთი გაათავისუფლეს, შემდეგ კი პროკურატურამ მასზე სისხლის სამართლის დევნა შეწყვიტა.

კომენტარები