აჰმედ ჩატაევის საქმე

ბესელია: ჩატაევის გათავისუფლების დროს სასამართლოს თავჯდომარე კუბლაშვილი იყო

მხოლოდ სასამართლოა საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები. სასამართლოს შეუძლია, თუ მტკიცებულებების კუთხით არსებობს რაიმე სხვა სტანდარტი, სხვა რეალობა, არ დააკმაყოფილოს პროკურატურის პოზიცია. საბოლოო გადაწყვეტილებას პირის გათავისუფლების თაობაზე იღებს არა პროკურატურა, არამედ სასამართლო. სასამართლოს გადაწყვეტილებებში ჩვენ არ ვერევით. შიდა სამზარეულო ამ საკითხზე არ ვიცი, უფრო უკეთ იცის ეს თეა წულუკიანმა და ამიტომ საუბრობს ის უფრო კონკრეტულად ამ თემაზე, თუცა საბოლოო გადაწყვეტილება ამ თემაზე არც თეა წულუკიანს და არც პროკურატურას არ მიუღიათ, ეს მიიღო სასამართლომ. ჩატაევის გათავისუფლება მოხდა მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ კოტე კუბლაშვილი იყო სასამართლოს თავმჯდომარე, ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნული

ქართული ოცნების წევრი ეკა ბესელია აჰმედ ჩატაევის გათავისუფლებაზე

კომენტარები