აჰმედ ჩატაევის საქმე

ვოლსკი: ბნელით მოცული პროცესები ახასიათებდა სააკაშვილს, მათ შორისაა ჩატაევი

ბნელით მოცული პროცესები ახასიათებდა სააკაშვილს, როგორც პიროვნებას და მისი მმართველობის წესსა და რეჟიმს. მათ შორის არის ჩატაევის საკითხი. ვფიქრობ, ჩატაევის თემა არის საგანგებოდ შესასწავლი თემა, იმიტომ, რომ არ უკავშირდება ამ პერსონას მხოლოდ. ეს არის დამოკიდებულება ქვეყნის... ის ლაფანყურის ოპერაციაც ბნელითაა მოცული. ჩატაევის გამოყენება, როგორც აგენტის, შემდეგ ამ აგენტის თავიდან მოცილების მცდელობა და უამრავი სხვა საკითხი, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის წარსულს და, მე ვფიქრობ, მომავალსაც.

ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერი გია ვოლსკი აჰმედ ჩატაევის გათავისუფლებაზე.

კომენტარები