აჰმედ ჩატაევის საქმე

სესიაშვილი: ჩატაევი როგორც პრობლემა და წინა ხელისუფლების დანატოვარი მოვიცილეთ

ჩატაევი რატომ დაიჭირეს ესეც ძალიან საინტერესოა, რატომ ჩაუდეს ყუმბარები? ის ხომ უშიშროების აგენტი იყო, ის ხომ სააკაშვილზე და ლორთქიფანიძეზე მუშაობდა? იცით რატომ დაიჭირეს?! იმიტომ რომ მან იცოდა ძალიან ბევრი ინფორმაცია და ის ჩაბარდა იმიტომ, რომ იმედი ქონდა საკუთარ აგენტს არ გაწირავდნენ. მაგრამ ჩაბარდა და ის დააკავეს და დააპატიმრეს იმიტომ, რომ ძალიან დიდი შიში ჰქონდათ, რომ ის პირს გააღებდა და რა ინფორმაციაც იცოდა, მათ შორის ალბათ ლაფანყურის სპეცოპერაციაზე, გათქვამდა. ჩვენმა პროკურატურამ ის ატარა პროკურატურაში ძალიან სერიოზულ დაკითხვებზე, თუმცა როგორც ჩანს ერთგული დარჩა სააკაშვილის და ლორთქიფანიძის და არ ითანამშრომლა პროკურატურასთან. დიახ, ის არ იყო საქართველოს მოქალაქე, მიუხედავად იმისა, რომ გითხარით აგენტი იყო. და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში დატოვან მან რა საქართველოს ტერიტორია, ჩვენ ჩატაევი როგორც პრობლემა და წინა ხელისფულების ასე ვთქვათ დანატოვარი მოვიცილეთ. ამიტომ ჩვენს ხელისფულებას არანაირი კავშირი არ აქვს არც ჩატაევთან და არც ტერორიზმთან. 

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ახმედ ჩატაევის შესახებ, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში.

კომენტარები