აჰმედ ჩატაევის საქმე

სააკაშვილი ჩატაევის გათავისუფლებაზე: დიდ საერთაშორისო სკანდალში აღმოვჩნდით

თქვენ კარგად გახსოვთ, ვინც ადევნებდა თვალყურს, კარგად ახსოვს, რომ ეს არ იყო ერთადერთი გათავისუფლება, რომელსაც მე არასწორად მივიჩნევდი. იქ იყო მთელი რიგი სხვა ადამიანების გათავისუფლება. იყვნენ ისეთებიც, ვინც შეიყვანეს პოლიტპატიმრების სიაში, მათ შორის იყვნენ ნარკოტიკების დიდი რაოდენობით გამსაღებლები და იყვნენ მკვლელებიც. ვფიქრობდი, რომ ეს შეუქმნიდა წინააღმდეგობას საზოგადოების უსაფრთხოებას და ასევე არის მეორე კატეგორია ხალხის, რომელიც უქმნიდა წინააღმდეგობას ქვეყნის უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს სახელმწიფოებრიობას. ეს ის ხალხია, ვინც რუსეთის ჯაშუშობისთვის იყო დაკავებული და ეს იყო ასევე ახმედ ჩატაევი. ეს ჩემი განცხადებები იყო საჯარო, რა თქმა უნდა, მე ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი. ჩატაევი გაუშვეს იმიტომ, რომ ეთქვა, თითქოს ლაფანყური იყო რაღაც სახით პოლიტიკური ოპერაცია, რომელიც ჩვენ დავდგით. ახლა კი აღმოვჩნდით დიდ საერთაშორისო შარში და სკანდალში

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა კურიერში აჰმედ ჩატაევის გათავისუფლებაზე

კომენტარები