სატვირთო მანქანა, რომელიც ნიცაში მოქალაქეებს დაეჯახა, იარაღითა და ყუმბარებით იყო სავსე. ამის შესახებ ნიცის მერმა კრისტიან ესტროსიმ BFM TV-ის განუცხადა.
ტერაქტი ნიცის სანაპიროზე მოხდა, სადაც მოქალაქეები ბასტილიის დღეს ფოიერვერკებით აღნიშნავდნენ.
სანაპიროზე სროლის ხმაც ისმოდა.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის დაღუპულთა რიცხვი 73-მდეა.