კობა ნარჩემაშვილის დაბრუნება

პრეზიდენტის პოზიცია კობა ნარჩემაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე

გიორგი მარგველაშვილი
report.az

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოველკვირეულ ბრიფინგზე სპიკერს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რას ფიქრობს გიორგი მარგველაშვილი კობა ნარჩემაშვილის პოლიტიკურ დაბრუნებაზე. როგორც ცნობილია, ნარჩემაშვილი ქართული ოცნებიდან ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის ერთ-ერთი კანდიდატია.

"ჩვენ ასე ვერ შევაფასებთ, რომელი პარტიის სიაში ვინ არიან. ეს არის მხოლოდ მათი გადასაწყვეტი. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ პრეზიდენტი მუდმივად ცდილობდა ქალების როლის წარმოჩენას და მათ წამოწევას. იცით, რომ მხარს უჭერდა ცვლილებებს, რომელიც გენდერულ ბალანსს სავალდებულოს გახდიდა. პრეზიდენტი მიესალმება ყველა იმ პოლიტიკური პარტიის მცდელობას, ქალთა როლი და ქალები უკეთ იყვნენ მათ სიაში წარმოჩენილი", - უპასუხა პრეზიდენტის სპიკერმა ჟურნალისტებს.

კომენტარები