საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) მსოფლიო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა, შემცირების მთავარი მიზეზი ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგები გახდა. IMF წელს მსოფლიოში 3.2%-იან ზრდას პროგნოზირებს, რაც მის წინა პროგნოზთან შედარებით 0.1%-ით ნაკლებია. განახლებული პროგნოზით, 2017 წელს მსოფლიოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3.4% იქნება, BREXIT-ამდე კი ფონდი 2017 წელს 3.5%-იან ზრდას ვარაუდობდა. დიდი ბრიტანეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კი 1.3% იქნება, აქამდე ფონდი ბრიტანეთისთვის 2.2%-იან ზრდას ვარაუდობდა.
2017 წლის განახლებული ეკონომიკური პროგნოზი ასე გამოიყურება:
- მსოფლიო - 3.4% (წინა პროგნოზთან კლება 0.1%)
- განვითარებული ქვეყნები - 1.9% (წინა პროგნოზთან კლება 0.2%)
- აშშ - 2.3% (უცვლელი)
- ევროზონა - 1.5% (წინა პროგნოზთან კლება 0.2%)
- დიდი ბრიტანეთი - 1.3% (წინა პროგნოზთან კლება 0.9%)
- გერმანია - 1.3% (წინა პროგნოზთან კლება 0.3%)
- საფრანგეთი - 1.4% (წინა პროგნოზთან კლება 0.1%)
- იტალია - 1% (წინა პროგნოზთან კლება 0.1%)
- ესპანეთი - 2.5% (წინა პროგნოზთან კლება 0.2%)
- იაპონია - 0.2% (წინა პროგნოზთან ზრდა 0.2%)
- კანადა - 2.2% (წინა პროგნოზთან ზრდა 0.2%)
- დსთ-ს ქვეყნები - 1.8% (წინა პროგნოზთან ზრდა 0.2%)
- რუსეთი - 1.8% (წინა პროგნოზთან ზრდა 0.2%)
- ჩინეთი - 6.1% (უცვლელი)
- ინდოეთი - 7.4% (წინა პროგნოზთან კლება 0.2%)
სავალუტო ფონდი სრულ ეკონომიკურ მონაცემებს რამდენიმე საათში გამოაქვეყნებს, სწორედ ამ მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ გახდება ცნობილი შეცვლის თუ არა ფონდი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს.