ახალი მინისტრები

თავდაცვის მინისტრი იზორია იქნება, ხოლო შერიგების მინისტრი - ციხელაშვილი

ტაბულა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია იქნება. ხოლო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - ქეთევან ციხელაშვილი. ახალი მინისტრები პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა.

ლევან იზორია სუს-ის უფროსის ვახტანგ გომელაურის მოადგილე იყო, ხოლო ქეთევან ციხელაშვილი - შერიგების მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის.

რესპუბლიკელმა მინისტრებმა თინა ხიდაშელმა და პაატა ზაქარეიშვილმა პოსტები ოფიციალურად გუშინ, 31 ივლისს დატოვეს.

კომენტარები