თავდასხმა ლონდონში

ლონდონში 19 წლის მამაკაცი გამვლელებს დანით თავს დაესხა

BBC

ლონდონში, რასელის სკვერში დანით შეიარაღებული 19 წლის მამაკაცი გამვლელებს თავს დაესხა. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა.

თავდამსხმელი პოლიციამ უკვე დააკავა. სამართალდამცველების თქმით, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები აქვს. ლონდონის პოლიცია არც იმას გამორიცხავს, რომ მომხდარი ტერორისტული აქტი ყოფილიყო.

ლონდონის პოლიციის განცხადებითვე, ქალაქში უსაფრთხოების მიზნით პატრულირება გახშირდება.

კომენტარები