სტიქია ბორჯომში

ძლიერი წვიმის გამო ბორჯომ-ბაკურიანის დამაკავშირებელი გზა ჩაიხერგა

tzona.org

ძლიერი წვიმის გამო ბორჯომ-ბაკურიანის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა ჩაიხერგა, სადაც სტიქიის დროს რამდენიმე ხე წაიქცა. ბორჯომის მუნიციპალიტეტში დატბორილია საცხოვრებელი სახლების ეზოები, ქუჩები და სარდაფები. ამის შესახებ ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსვე ინფორმაციით, სააგენტოში 170-მდე შეტყობინება შევიდა. ადგილზე მუშაობს საპატრულო და სამხარეო კრიმინალური პოლიცია.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან.

კომენტარები