თურქეთი-ევროკავშირი

თურქეთი ევროკავშირს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ულტიმატუმს უყენებს

Reuters


Reuters-ის ცნობით, თურქეთმა ევროკავშირს მორიგი ულტიმატუმი წაუყენა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, თუ თურქეთი ოქტომბრამდე ვიზალიბერალიზაციას არ მიიღებს, მაშინ მიგრანტების კრიზისთან დაკავშირებით დადებულ შეთანხმებას დაარღვევს.

"ევროკავშირმა უნდა მისცეს თურქეთს უვიზო მიმოსვლის უფლება ოქტომბერში, წინააღმდეგ შემთხვევაში მიგრანტთა ნაკადს, რომელიც ევროპისკენ მიდის, სხვა გზის პოვნა მოუწევს", - ამბობს ჩავუშოღლუ.

უვიზო რეჟიმის გასაცემად, ევროკავშირს სურს, რომ თურქეთმა ანტიტერორისტული კანონი შეარბილოს. ევროკომისარი გიუნტერ ოტინგერი აცხადებს, რომ სამხედრო გადატრიალების შემდეგ ის ვერ ხედავს თურქეთისთვის უვიზო რეჟიმის გახსნის აუცილებლობას.

ჩავუშოღლუ კი აცხადებს, რომ თურქეთი ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც ევროკავშირისათვის იქნება სასარგებლო, სანაცვლოდ კი, ვერაფერს იღებს.

ევროკომისიის სპიკერს, ჯერჯერობით, ჩავოშოღლუს განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

კომენტარები