არჩევნები 2016

ბედუკაძე არჩევნებში მონაწილეობას პარტია სტალინელების სახელით მიიღებს

timer.ge

ცესკოს მიერ რეგისტრაციიდან მოხსნილი პარტია "ცენტრისტების" წევრები თემურ ხაჩიშვილი და ლადო ბედუკაძე არჩევნებში მონაწილეობას "საქართველოს კომუნისტური პარტია – სტალინელების" სახელით მიიღებენ. ამასთან დაკავშირებით მათ დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრეს.

როგორც ხაჩიშვილმა თქვა, გაერთიანება საერთო ღირებულებებმა და ფასეულობებმა გამოიწვია. "ყველა დაპირება, რომელიც გავეცით, რჩება ძალაში", - თქვა მან.

ჯერჯერობით უცნობია, რა სახელით მიიღებს გაერთიანება არჩევნებში მონაწილეობას და ვინ იქნება ლიდერი.

ცესკომ "ცენტრისტები" რეგისტრაციიდან 16 აგვისტოს მოხსნა. ეს გადაწყვეტილება ცესკომ საჯარო რეესტრის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე მიიღო, რომლის თანახმადაც პარტიის ხელმძღვანელი პირები ოფიციალურად არ იყვნენ დარეგისტრირებული.

კომენტარები