ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა არის ჩვენი პოლიტიკური კულტურისა და სამოქალაქო კულტურის განვითარება. დღეს ის, რაც ხდება ჩვენთან ნატა ფერაძისა და ალეკო ელისაშვილის სახით, არის ერთ-ერთი მკაფიო გამოხატულება იმისა, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური და სამოქალაქო კულტურის განვითარების ძალიან დაბალ დონეზე, თუმცა ვითარება მალე შეიცვლება და ძალიან მალე აღიკვეთება ჩვენს სატელევიზიო სივრცეში ბილწისტყვაობა და სიძულვილის ენა, რომლის განმასახიერებლები არიან, მათ შორის, ნატა ფერაძე და ალეკო ელისაშვილი. ეს ძალიან მალე მოხდება. ჩვენ, ბუნებრივია, არანაირ რეპრესიულ ფორმებზე არ ვსაუბრობთ. პოლიტიკური და სამოქალაქო კულტურა განვითარდება იმ დონეზე, რომ აღარავის გაუჩნდება სურვილი, ბილწისტყვაობა და სიძულვილის ენა ასეთი მასშტაბით წარმოაჩინონ სატელევიზიო სივრცეში.
tbl.ge/1uq9
დაკოპირდა
ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილისა და პარტიზანი მებაღის, ნატა ფერაძის განცხადებებზე.
ირაკლი კობახიძენატა ფერაძეალეკო ელისაშვილისატელევიზიო სივრცებილწსიტყვაობასიძულვილის ენაქართული ოცნება
ამავე თემაზე
- ეს ყველაფერი წაიღეთ სამართალდამცველ სტრუქტურებში - კობახიძე ძალადობის ამსახველ ვიდეოზე
- ზრდილობის ხსენებაზე მიშველაძემ კობახიძეს დიტო სამხარაძის გინება ჩაურთო
- ღუდუშაური მოქალაქეს: შე ჩმორო, შენი დედას შევე*ი
- ოცნების დეპუტატი: არ გამოდის ოჯახი მამაკაცისა და ქალის გარეშე
- საკრებულოში ოცნების დეპუტატი: ღირსებით, გაუ*იმავი კაცებით ვივლით ევროპისკენ