ყალბი ფული

ყალბი ლარიანების დამზადება-გასაღების ფაქტზე მამაკაცი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტი გამოავლინა.

"გამოძიების მიერ დადგენილია, რომ წარსულში ანალოგიური დანაშაულისათვის ნასამართლევი გიორგი ხ, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სპეციალურად მოწყობილი დანადგარის საშუალებით და სხვადასხვა ფერადი ლითონის შენადნობის გამოყენებით, ამზადებდა ერთი ლარის ნომინალური ღირებულების მქონე ყალბ ლითონის მონეტებს, რომელსაც შემდგომში სისტემატურად ასაღებდა საქართველოს მასშტაბით სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით, სხვადასხვა ფიზიკური პირის საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხვის გზით", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დააკავა. მისი ავტომანქანისა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია სარელიზაციოდ გამზადებული ლითონის ყალბი ერთლარიანი მონეტები.

დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

კომენტარები