ყალბი ფული

21 400 USD-სა და 600 ევროს ყალბი კუპიურების გასაღებისთვის ერთი პირი დააკავეს – საგამოძიებო

ყალბი ფული
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დააკავეს ერთი პირი, რომელმაც ჯამში 21 400 აშშ დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქ. თბილისში, ჯამში გასაღებულ იქნა 21 400 აშშ დოლარის ოდენობის 100 დოლარიანი და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები. გამოძიების პროცესში აღნიშნული ყალბი კუპიურები სრულად იქნა ამოღებული" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

კომენტარები