არჩევნები 2016

ბლოკი სახელმწიფო ხალხისთვის მოსახლეობას გადასახადების შემცირებას ჰპირდება

ambebi.ge

პაატა ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკმა - სახელმწიფო ხალხისთვის ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაცია გამართა. პარტია ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ქვეყანაში გადასახადების დაწევას და ბიუროკრატიის მკვეთრ შემცირებას გეგმავს.

ბლოკის ეკონომიკური გუნდის წევრის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ბიუროკრატიის შემცირების ხარჯზე უკიდურესად ღარიბი მოსახლეობა უფრო მიზნობრივ გაზრდილ სოციალურ დახმარებას მიიღებს. სახელმწიფო ხალხისთვის ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციასაც გეგმავს.

ბლოკ სახელმწიფო ხალხისთვის ეკონომიკური გეგმა სამი პარტიის პროგრამისგან შედგება. ახალი მემარჯვენეების, გირჩისა და ვაშაძის ახალი საქართველოს ერთიან პლატფორმასთან გაერთიანების შემდეგ ბურჭულაძის ბლოკი მოსახლეობას საჯარო სერვისების რეფორმას, ბიზნესის კეთების გამარტივებას და გადასახადების შემცირებას ჰპირდება.

კომენტარები