საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 15 სექტემბერს, 16:00 საათზე ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. ერთ-ერთი განსახილველი თემა თავდაცვის სამინისტროს რეფორმირება იქნება.
საბჭოს სხდომას უშიშროების საბჭოს ამჟამინდელი მდივანი ირინე იმერლიშვილი დაესწრება. როგორც ცნობილია, მისი უფლებამოსილება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ოქტომბრის დასაწყისში, ფიცის დადების შემდგომ დაიწყება.