პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

საქართველოში გერმანული კომპანია Henkel-ის ქარხანა გაიხსნა

henkel.in

საქართველოში გერმანული კომპანია Henkel-ის ქარხანა გაიხსნა. ქარხანა გარდაბნის რაიონში, მარტყოფში მდებარეობს და იქ სამშენებლო მასალები, კონკრეტულად კი წებო-ცემენტი Ceresit-ი დამზადდება. პროექტში ჩადებული ინვესტიციის მოცულობა დაახლოებით €5 მილიონს შეადგენს.

Henkel-ის ქარხანა დაამზადებს 40-ზე მეტ ცემენტზე დაფუძნებულ პროდუქტს კრამიტის სახურავისთვის, ჰიდროიზოლაციისთვის, იატაკის დაგებისთვის და გარე თერმოიზოლაციისთვის, რომელიც გათვლილია როგორც საქართველოს, ისე - სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ბაზარზე.

Henkel ერთ-ერთი ყველაზე დიდი გერმანული კომპანიაა, 2015 წელს მისმა შემოსავლებმა $18 მილიარდი შეადგინა. კომპანია სამი ძირითადი მიმართულებით საქმიანობს, ესენია: სარეცხი პროდუქტები, საოჯახო ქიმია და სახლის მოვლის საშუალებები, კოსმეტიკური საშუალებები და სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალები. კომპანიის ბრენდებია Schwarstkopf, Persil, Ceresit და სხვა. 

კომენტარები