ოკუპირებული აფხაზეთი

ჟირინოვსკი აფხაზეთის კრასნოდარის მხარესთან შეერთების წინადადებით გამოდის

rus.ozodi.org

ვლადიმირ ჟირინოვსკი აფხაზეთის კრასნოდარის მხარესთან შეერთების წინადადებით გამოდის. რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ფიქრობს, რომ როგორც აფხაზეთი, ასევე სამხრეთ ოსეთი და სხვა ტერიტორიები რუსეთის შემადგენლობაში უნდა შევიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფინანსურ დახმარებას არ უნდა იღებდნენ.

„ЛДПР-ის პოზიციაა, რომ არავის დავეხმაროთ. არავითარი რესპუბლიკები, ამის წინააღმდეგი ვართ. ეს ყველაფერი საბჭოთა კავშირის ხელახალი დაბადებაა. ჩვენი პოზიცია ერთია: რუსეთის შემადგენლობაში შესვლა რაიონების სახით. აფხაზეთი უნდა იყოს კრასნოდარის მხარის აფხაზეთის რაიონი, სამხრეთ ოსეთი - ჩრდილოეთ ოსეთის ნაწილი, დნესტრისპირეთი - ყირიმის ოლქის. კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ვალების ჩამოწერას ან გაცემას, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. თავად განვითარდნენ, ან რუსეთის შემადგენლობაში შევიდნენ", - ამბობს ჟირინოვსკი.

ჟირინოვსკის ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რას ფიქრობდა ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის იმ ნაწილზე, რომლის მიხედვით 2019 წლისთვის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს რუსეთის ბიუჯეტიდან 15 მილიარდი რუბლი გამოეყოფა.

კომენტარები