ძლიერმა წვიმამ თბილისის რამდენიმე უბანი დატბორა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ტაბულას უთხრეს, დატბორილია რუსთაველის გამზირზე მიწისქვეშა გადასასვლელი. უწყებისვე ცნობით, გამოძახებები დაფიქსირდა დიდუბე-ჩუღურეთის, ვაკე-საბურთალოს და ისანი-სამგორის რაიონებიდან. სააგენტო მეტროსადგურების დატბორვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, შესაბამისი სამაშველო სამსახურები ადგილზე უკვე მუშაობენ.