ქუთაისის 90-ე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართული ოცნების მხარდამჭერები ჟურნალისტებსა და დეპუტატ გიგი წერეთელს დაუპირისპირდნენ.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ქართული ოცნების მხარდამჭერებმა ჟურნალისტებს რამდენჯერმე სცემეს, დაუმტვრიეს კამერები და მუშაობაში ხელშეშლას ცდილობდნენ.
მოგვიანებით, ვითარება კვლავ დაიძაბა უბანთან გიგი წერეთლის გამოჩენისას. ქართული ოცნების მხარდამჭერები მის მანქანას ფეხებს არტყამდნენ და თავად დეპუტატსაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
რუსთავი 2-ის ცნობით, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მხოლოდ ინციდენტის ამოწურვის შემდეგ მივიდნენ ადგილზე.