თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, მამაკაცი გადაყვანილია საავადმყოფოში.
უწყებისვე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.