მიწისძვრა იტალიაში

იტალიაში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა

epa

ცენტრალურ იტალიაში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. BBC-ის ცნობით, დაზიანდა შენობები. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის ცნობილი არ არის.

პირველი, 5.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მაჩერატის პროვინციაში, ვისოსთან (Visso) ახლოს მოხდა. მას ორი საათის შემდეგ 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა, რა დროსაც, ორი ადამიანი დაშავდა. აღსანიშნავია, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ამატრიჩედან (სადაც აგვისტოში მომხდარი მიწისძვრის დროს 300-მდე ადამიანი დაიღუპა), მხოლოდ 60 კილომეტრი იყო.

კომენტარები