მე ასლან აბაშიძესთანაც კი ვთანამშრომლობდი, როცა მჭირდებოდა ტყვეების გამოყვანა გუდაუთიდან და როცა ჩაკეტილი იყო ზუგდიდი ზვიადისტების მიერ, აბაშიძეს გემი ვთხოვე, გემი მომცა და შევედი მისი ხალხით გუდაუთაში, დე ფაქტო მთავრობა ჯერ გამოსულიც კი არ იყო სოხუმში, იქიდან ხალხი გამოვიყვანეთ. მხედრიონთანაც კი მითანამშრომლია ტყვეთა გაცვლაზე, ძალიან ბევრი კარგი საქმე გაგვიკეთებია პატიმრების გამოყვანაზე. ასე რომ, ჩემთვის არ არის პრობლემა თანამშრომლობა იქ, სადაც საქმე გამოდის, მით უმეტეს, ისეთ ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან, როგორიც არის ქართული ოცნება. უაღრესად ლეგიტიმურია, ჩემი მკაფიო პოზიციაა, რომ ასეთი ლეგიტიმური ხელისუფლება არ ყოლია საქართველოს. სხვა საკითხია, რამდენად კარგია ეს შედეგები, მაგრამ ეს არის გამჭვირვალე შედეგები არჩევნებით მიღებული, ამიტომ, ბუნებრივია, მე მზად ვარ, ვითანამშრომლო, ოღონდ, თანამშრომლობა უნდა იყოს ურთიერთინტერესიდან გამომდინარე - მე კი არ უნდა ჩავიკეტო, უნდა გავიხსნა.
tbl.ge/1zd3
დაკოპირდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე.
ამავე თემაზე
- ცისკარიშვილი: მთავრობას არ აქვს გეგმა, როგორ გამოიყვანოს ხალხი გაჭირვებიდან
- ჩერგოლეიშვილი: ხე არის იმ ყოფის სიმბოლო, რაშიც ვიმყოფებით
- საღინაძე: ზღვაზე მცურავი ხე არალეგალური ხელისუფლების სიმბოლოა
- ფუკუიამა: ხელისუფლება ქართული დემოკრატიის დამარცხებას ვერ შეძლებს
- ვაშაძე: ხელისუფლებას წარმატების მისაღწევად ხელს უშლის შური, ბოღმა, გაუტანლობა