ერაყი-ISIS

ერაყის არმია ქალაქ მოსულში შევიდა

BBC/Ian Pannell

ერაყის არმია ქალაქ მოსულში შევიდა. ამის შესახებ BBC-ს ადგილზე მყოფი კორესპონდენტი იუწყება. მისი ცნობით, არმია მოსულში ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლითიდან შევიდა. ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ძალების ძირითადი ნაწილი ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილშია გამაგრებული. ამ ეტაპზე ქალაქში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

გუშინ ერაყის პრემიერმინისტრმა ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს დანებებისკენ მოუწოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სრული განადგურებით დაემუქრა.

ერაყის სიდიდით მეორე ქალაქი მოსული, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 2014 წლის ივლისიდან აქვს დაკავებული. ქალაქის გასათავისუფლებლად 50 000-მდე ერაყელ ჯარისკაცთან ერთად, ქურთი მებრძოლები, სუნიტური არაბული ქვეყნების გაერთიანებული ძალები და შიიტი მებრძოლები იბრძვიან. მათ საჰაერო დახმარებას კი საერთაშორისო კოალიციის ავიაცია უწევს.

ერაყმა მოსულის განთავისუფლების ოპერაცია 17 ოქტომბერს დაიწყო.

კომენტარები