ნარკოდანაშაული

ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს

შსს

სამართალდამცველებმა 1980 წელს დაბადებული პ.ლ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 100 აბი სუბოქსინი ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 0,792 გრ ბუპრენორფინს შეიცავს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით).

კომენტარები