ენმ-ს ყრილობა

ნოდია: მთავარი დელეგატების შერჩევის პროცესია და არა დელეგატების რაოდენობა

ჩემი აზრით არცთუ რაციონალური დისკუსია ნაციონალური მოძრაობის მოსალოდნელი ყრილობის დეპუტატთა რაოდენობაზე პირველ რიგში მოწმობს ადამიანების ღრმა უნდობლობას ზოგადად წარმომადგენლობითი ინსტიტუტების მიმართ. (რაც ზოგადად გლობალური ტენდენციაა, გიხაროდენ რომ მარტო არ ვართ). პარტიის ყრილობას ვერ დაესწრება პარტიის ყველა წევრი თუ მხარდამჭერი, ეს შეუძლებელია და არანაირად არ არის საჭირო. აქედან გამომდინარე მთავარია, დელეგატები სარგებლობდნენ იმ პარტიული ორგანიზაციების წევრების ნდობით, ვისაც წარმოადგენენ. შესაბამისად დელეგატების შერჩევის პროცესია მთავარი და არა დელეგატების რაოდენობა. თუ ვიღაცას ეეჭვება, რომ "მცირე ჯგუფი" ვიღაცას რაღაცას თავზე მოახვევს, იმაზე უნდა მსჯელობდეს, რომ ყრილობა წარმომადგენლობითი იყოს და არა უბრალოდ მრავალრიცხოვანი. რაც უფრო მეტი ხალხია, მით უფრო რთულია რამე პრობლემაზე მსჯელობა და გონივრულ გადაწყვეტილებამდე მისვლა.

პოლიტოლოგი გია ნოდია საკუთარ Facebook-ზე წერს

კომენტარები