ლარის გაუფასურება

ძიძიგური ლარზე: განგაშის საფუძველი არ გვაქვს და არც გვექნება მომავალში

ლართან დაკავშირებით, რა მოვლენებიც მიმდინარეობს აქ, აჟიოტაჟის მქონე ელემენტები საკმაოდ დიდია. ეს, ძალიან მალე ჩაცხრება და დასტაბილურდება ლარი, მთავრობა ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი ღონისძიებებით წარსდგა პარლამენტის წინაშე და ჩვენ, პარლამენტიც მივიღებთ იმაში მონაწილეობას, რომ ლარის დასტაბილურებას შევუწყოთ ხელი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ არავითარი განგაშის საფუძველი არ გვაქვს და არც გვექნება მომავალში. 

ქართული ოცნების დეპუტატი ზვიად ძიძიგური ლარის გაუფასურებაზე. ცნობისთვის, ბლუმბერგის სისტემაში ერთი დოლარი 2.63 ღირს, ხოლო კომერციულ ბანკებსა და ჯიხურებში 2.70-ს გადაცდა.

კომენტარები