ბიუჯეტი 2017

მთავრობა სუს-ის ბიუჯეტის 18 მილიონით გაზრდას გეგმავს

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ბიუჯეტი 18 მილიონით, 118 მილიონ ლარამდე იზრდება. ამავდროულად სუს-ში დასაქმებული 3.8 ათასი ადამიანის სახელფასო ფონდი 10%-ით, 76 მილიონ ლარამდე იზრდება. სუს-ის ბიუჯეტი იზრდება იმ ფონზე, როდესაც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ სავალუტო კრიზისის გამო 2017 წლისთვის საბიუჯეტო ორგანიზაციების დიდ ნაწილში სახელფასო ფონდები და ადმინისტრაციული ხარჯები 10-10%-ით შემცირდებოდა.

გასული წლების მანძილზე სუს-ის ბიუჯეტის ზრდა ასე გამოიყურება:

  • 2015 - 37 მილიონი ლარი
  • 2016 - 100 მილიონი ლარი
  • 2017 - 118 მილიონი ლარი

რაც შეეხება სხვა ძალოვან უწყებებს, მათი ბიუჯეტები მცირდება. მაგალითადმ შსს-ს ბიუჯეტი 595 მილიონი ლარი იქნება, რაც წლევანდელთან შედარებით 10 მილიონით ნაკლებია. თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი მართალია 88 მილიონით იზრდება, თუმცა ამ სამინისტროში დასაქმებული 42 ათასი თანამშრომლის სახელფასო ფონდი 26 მილიონი ლარით მცირდება. 24 მილიონი ლარით, 139 მილიონამდე მცირდება სასჯელაღსრულების სამინისტროს ბიუჯეტი, სამინისტროში დასაქმებულთა სახელფასო ფონდი კი 2.7%-ით მცირდება.

კომენტარები