ბიუჯეტი 2017

პრემიერი: ხარჯების 30%-ით შემცირებაზე ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ წავალთ

ტაბულა

საქართველოს პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობა ხარჯებს 30%-ით არავითარ შემთხვევაში არ შეამცირებს. ამის შესახებ კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის დღევანდელ სხდომაზე თქვა.

"ჩვენ ვაკეთებთ 10%-იან ოპტიმიზაციას, რა თქმა უნდა, რაც ჩვენ გვესმის, რომ "30%-ით შეამცირეთ ხარჯები", ეს შესაძლებელია, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო მიდგომა, რომელზეც ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ წავალთ. ჩვენ ვამცირებთ ხარჯებს იმ დონეზე, რა დონეც შეგვანარჩუნებინებს ჯანსაღი განვითარების დინამიკას", - ამბობს პრემიერი.

ცნობისთვის, 2017 წლის ბიუჯეტის თანახმად, მთავრობაში დასაქმებული 116 ათასი ადამიანი ხელფასის სახით, 1.39 მილიარდ ლარს მიიღებს, ეს 2016 წელთან შედარებით 3.4% ნაკლებია. თუმცა, პრემიერმა განაცხადა, რომ სავალუტო კრიზისის გამო, 2017 წლისთვის საბიუჯეტო ორგანიზაციების დიდ ნაწილში სახელფასო ფონდები და ადმინისტრაციული ხარჯები 10-10%-ით შემცირდებოდა.

კომენტარები