ლარის გაუფასურება

ჩერგოლეიშვილი: რთულ მდგომარეობაში შევდივართ, რაღაც მომენტში ქვეყანა ვეღარ გაუძლებს

სახელმწიფოს ვინახავთ ჩვენ, ჩვენ ვუხდით მათ გადასახადებს. მთავრობასაც ჩვენ ვინახავთ, სწორედ იმიტომ, რომ შემდეგ, ამ მთავრობამ ჩვენს ცხოვრებას ხელი მაინც არ შეუშალოს და არ გააუარესოს.

რა გამოდის, მთავრობა ვერ ასრულებს ჩვენ მიერ მათზე დაკისრუბულ მოვალეობას, რომ ჩვენი ცხოვრება გახადოს უკეთესი და რას აკეთებს ამისთვის? გვიუარესებს მდგომარეობას და გვიზრდის გადასახადებს კიდევ უფრო მეტად, ანუ მილიარდი ლარით მეტის მიღება უნდათ ჩვენი ჯიბიდან, იმიტომ, რომ თვითონ ვერ გაართვეს თავი საკუთარ მოვალეობებს, ანუ ჩვენ უნდა მოვიკლოთ ისევ, მოსახლეობამ, მოსახლეობის ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფმა ნაწილმა გადაიხადოს მეტი სიგარეტში, გადაიხადოს მეტი ნავთობპროდუქტში, იმისთვის, რომ მთავრობამ გააგრძელოს თავისი არაკომპეტენტური პოლიტიკა.

საშემოსავლოს დაწევაც შესაძლებელი იყო, ნამდვილად არ ჰქონდათ ამხელა ბიუჯეტი დაგეგმილი, 800 მილიონით მეტია ახლა ბიუჯეტში შეტანილი, ახლა რის მობილიზებასაც სწორედ ჩვენი ჯიბიდან ამოღებით ცდილობენ.

ყველაფერი, რაზეც ვაფრთხილებდით - იქნებოდა ეს სავიზო რეგულაციები, მორატორიუმის გამოცხადება მიწის უცხოელებისთვის მიყიდვაზე თუ სხვა რაღაცა იმპორტისგან დამცვავი ინციიატივები და ა.შ, ყველაფერი ურტყამდა ქვეყნის ეკონომიკას და რაღაც მომენტში ქვეყანა ვეღარ გაუძლებს, გასაგებია, რომ მყარ საფუძველზე მყოფი ქვეყანა დახვდათ, არყევენ, არყევენ, არყევენ, ჯერ ვერ ჩამოაქციეს, მაგრამ ძალიან მძიმე მდგომარეობაში შევდივართ, მოდის ახალი წელი, ეკონომისტების პროგნოზით, დიდი შანსია, ერთი დოლარი სამი ლარი გახდეს. გამორიცხული არ არის საბანკო კრიზისიც. თვითმმართველობის არჩევნები მოდის და გასაგებია, რომ ხელისუფლება მხოლოდ პოპულისტური ნაბიჯების გადადგმას გააგრძელებს და არაფერ ქმედითს არ იზამს და  ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს მოსახლეობის მობილიზება. ხელისუფლებას უნდა შევახსენოთ, რომ თითოეული ჩვენგანის ჯიბეს ურტყამს ეს ყველაფერი. რას ჰქვია, ფასები არ იზრდება, აქციზს რომ ზრდი, ფასები როგორ არ გაიზრდება.

ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი რუსთავი ორის ეთერში, ხვალ დაგეგმილი აქციის - "შეწყვიტეთ ჟრიალი და ლარს უშველეთ" - შესახებ.

კომენტარები