ახალი წელი

ჯეჯელავა: მეკვლედ მოქმედ პრემიერს ვისურვებდი, ყოფილზეც არ ვიტყოდი უარს

პოლიტიკოსებს თუ ვისურვებდი მეკვლედ? - ვისურვებდი, იმიტომ, რომ რამდენიმე ჩემი ძალიან ძვირფასი მეგობარი არის პოლიტიკაში. პრემიერის მეკვლეობაც ძალიან გამიხარდებოდა. რომელი პრემიერის? - მოქმედის, ყოფილზეც არ ვიტყოდი უარს. მოქმედი პრემიერის მეკვლეობაზე, ვიცეპრემიერის მეკვლეობა, ნებისმიერი მინისტრის, ჩემი კოლეგის მეკვლეობა ძალიან გამიხარდებოდა. ასევე, განსაკუთრებული სიმპათიებით ვარ ჩვენი კომიტეტის თავმჯდომარის მიმართ, ქალბატონი მარიამის მიმართ განმსჭვალული, ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს და ძალიან გამიხარდებოდა მისი სტუმრობა. ზღაპრის გმირებს რაც შეეხება, მართალი გითხრათ, გუშინ თუ გუშინწინ დამისვეს კითხვა, თქვენი საყვარელი ზღაპრის გმირი რომელიაო. ცოტა კი ვიწვალე და ასეთი პასუხი მოვიფიქრე - ბევრს რომ შრომობს და თავისი შრომით აღწევს ყველაფერს ცხოვრებაში, ეგ ზღაპრის გმირი მინდა, რომ მოვიდეს.

განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა კითხვაზე, თუ ვის ისურვებდა მეკვლედ.

კომენტარები