საბი ბერიანის მკვლელობა

საბი ბერიანის მკვლელს უზენაესმა სასამართლომ 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

supremecourt.ge

საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებულ ლევან კოჭლაშვილს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

უზენაესმა სასამართლომ არ გაიზიარა 2 ინსტანციის - საქალაქო სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლის თანახმად ორივე ინსტანციის სასამართლომ ლევან კოჭლაშვილი საბი ბერიანის მკვლელობის ბრალდების ნაწილში გაამართლა.

როგორც ტაბულას ადვოკატმა ციალა რატიანმა განუცხადა, უზენაესმა სასამართლომ ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო.

"თავისთავად ეს გადაწყვეტილება უნდა მიეღო ჯერ კიდევ პირველ ინსტანციის სასამართლოს, თუმცა უზენაესმა აღადგინა რეალურად სამართლიანობა და მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიეღო. სასჯელის ზომას რაც შეეხება, მუხლი ითვალისწინებდა 7-15 წლამდე თავისუფლებას აღკვეთას. თავისთავად ჩვენ უფრო მაღალი სასჯელი გვინდოდა, თუმცა იმ პირობებში, რა პირობებშიც ფაქტობრივად მკვლელი 2 წლის განმავლობაში ორი სასამართლოს მიერ იქნა გამართლებული, სასჯელი საკმაოდ მისაღებია,"- აღნიშნა ტაბულასთან საუბარში ადვოკატმა.

ტრანსგენდერი ქალი, საბი ბერიანი 2015 წლის 11 ნოემბერს საკუთარ ბინაში მოკლეს.

კომენტარები