ტერორიზმი

39 დაღუპული და 69 დაშავებული - სტამბოლის ტერაქტზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო

REUTERS

ახალი წლის ღამით, სტამბოლის ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. ინფორმაციას ამის შესახებ, BBC ავრცელებს. 

1 იანვრის ღამით სტამბოლის ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას, სულ ცოტა, 39 ადამიანი ემსხვერპლა. 21 მათგანი იდენტიფიცირებულია, მათ შორის 16 უცხო ქვეყნის მოქალაქეა, 5 კი - თურქეთის. დაშავებულია 69 ადამიანი, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

CNN Turk-ის ინფორმაციით, თავდამსხმელს სანტა კლაუსის ფორმა ეცვა. ის მიიმალა და პოლიცია მას ამ დრომდე ეძებს. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტამბოლში საქართველოს საკონსულოს ღამის კლუბში მომხდარი თავდასხმის შედეგად ქართველების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

კომენტარები