ტერაქტები

საგარეო: საკონსულოს სტამბოლში ქართველების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ აქვს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტამბოლში საქართველოს საკონსულოს ღამის კლუბში მომხდარი თავდასხმის შედეგად ქართველების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

როგორც ტაბულას უწყებაში განუცხადეს, საკონსულო მუდმივ კონტაქტზე იმყოფება სამართალდამცველებთან.

სულ ცოტა, 39 ადამიანი დაიღუპა სტამბოლში, ღამის კლუბზე თავდასხმის შედეგად. 21 მათგანი იდენტიფიცირებულია და მათ შორის 16 უცხო ქვეყნის მოქალაქეა, 5 კი თურქეთის. დაშავებულია 69 ადამიანი, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კომენტარები