თავდასხმა

ნიკა გვარამიას და მის თანმხლებ პირებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

რუსთავი 2

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და მის თანმხლებ პირებს თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის შესახებ გვარამია Facebook-ზე წერს.

ნიკა გვარამიას თქმით ის მეგობრებთან ერთად რესტორან Dining Room-ში იმყოფებოდა, როდესაც თავს დაესხნენ.

„ვერაფერს მივხვდი, სანამ იატაკზე არ გამოვფხიზლდი. ეგრევე გამოვიძახე პატრული. ირგვლივ კამერებია. თავდამსხმელების მაგიდაზე ყველაფერს მათი ანაბეჭდები აქვს. პირობას ვდებ, არ მივიღებ არავითარ ბოდიშს და მეტანიებს” - წერს გვარამია.

დეტალებს ტაბულა მათი გარკვევისთანავე შემოგთავაზებთ.

კომენტარები