ენმ-ის გაყოფა

ბაქრაძე ენმ-ს: დავრჩებით მოკავშირეები ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში

როგორიც არ უნდა ყოფილიყო ჩვენ შორის უთანხმოებები, ეს უთანხმოებები დღეიდან არის წარსული, ჩვენი პოლიტიკური გუნდი ვიხედებით წინ და ვიწყებთ მომავლის შენებას, იმ მომავლის შენებას, რომელიც სჭირდება ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს. მინდა, წარმატება ვუსურვო იმ ადამიანებს, ჩვენს მხარდამჭერებს, იმ ადამიანებს, ვინც არიან ენმ-ის წევრები, რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები, ვინც ამ წლების მანძილზე, გვერდით გვედგა, მინდა, მათ წარმატება ვუსურვო და ვუთხრა - ჩვენ, რა თქმა უნდა, დავრჩებით მოკავშირეები ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ დღეიდან, ეს პოლიტიკური ძალა და ეს პოლიტიკური გუნდი ბრძოლის ახალ ეტაპს იწყებს. მისი ამოცანა იქნება, საქართველოში ვითარების შეცვლა უკეთესობისკენ, ქართული ოცნების და ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობიანი გზით დასრულება, ქვეყანაში განვითარების და პროგრესის დაბრუნება. დიახ, ამ გუნდს ამის ამბიცია გააჩნია.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე ენმ-ის ცენტრალურ ოფისში, პარტიის გაყოფის შესახებ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

კომენტარები