ენმ-ის გაყოფა

ხუხაშვილი: ენმ-ში მარტო მრევლი და მესია დარჩა. "მიშას მოწმეები" დაირქვან

თავიდან ყველაფერი დაიწყო კონცეპტუალური დაპირისპირებით. რევოლუციურ გზასა და გრძელვადიანი პოლიტიკური პროცესის აპოლოგეტებს შორის მოხდა კონფლიქტი, მაგრამ რაციონალური ლოგიკით მხარეებს უნდა გამოეძებნათ თანაცხოვრების რაღაც ფორმულა, მაგრამ ყველაფერი განვითარდა ემოციებზე და საბოლოო ჯამში მივიღეთ ის რაც მივიღეთ. საერთო ჯამში ეს ფაქტი საქართველოს პოლიტიკურ ლანდშაფტში მე მგონი ბევრს არაფერს ცვლის. უბრალოდ ამ პარტიისთვის ბევრი რამ იცვლება. გაყოფა მოხდა ძალიან უცნაური პრინციპით. ერთ მხარეს დარჩა მთელი პოლიტიკური ელიტა, თავისი საპარლამენტო ელიტის ჩათვლით, ანუ ძირითადი მოტორი, რომელმაც პოლიტიკური პროცესი უნდა წარმართოს და მეორე მხარეს დარჩა არაფორმალური ლიდერი და მისი მრევლი. მე ასეთი წინადადებაც მქონდა დღეს, რომ იქნებ ხელმეორე რეგისტრაცია გაიაროს ”ნაციონალურმა მოძრაობამ”, დარეგისტრირდეს როგორც რელიგიური ორგანიზაცია, რადგან იქ მარტო მრევლი და მესია დარჩა და დაირქვან ”მიშას მოწმეები”. იქ პოლიტიკოსები, ვინც პოლიტიკური მენეჯმენტი უნდა განახორციელონ, პრაქტიკულად აღარ არიან. შესაბამისად, მათი პოლიტიკური პერსპექტივა ძალიან ბუნდოვანია

პოლიტიკის მეცნიერი გია ხუხაშვილი ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში ენმ-ის გაყოფასთან დაკავშირებით.

კომენტარები