ენმ-ის გაყოფა

უგულავა: 2013-ში პოლიტიკური დევნის დროს, ჯობდა, სააკაშვილი პარტიული ლიდერი არ ყოფილიყო

ეს პროცესი 2013 წლიდან დაიწყო. მე ცხარე დისკუსია და კამათი მქონდა ამ თემასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილთან. მე მიმაჩნდა, რომ 2013 წელს, როდესაც იწყებოდა პოლიტიკური დევნა, ჩემზე საქმე იყო აღძრული, მერაბიშვილზე საქმე იყო აღძრული, ყველა კარგად ვხედავდით, რა უბედურება იწყებოდა - იწყებოდა პოლიტიკური დევნა. მაშინვე ჩემი პოზიცია იყო, რომ სჯობდა, მიხეილ სააკაშვილი პოზიციონერული ყოფილიყო. იმ ერთწლიანი პრეზიდენტობის განმავლობაში ყოფილიყო არა პარტიული ლიდერი, არამედ ქვეყნის სრულფასოვანი პრეზიდენტი, ყოველგვარი პარტიული მიკუთვნებულობის გარეშე. მე ვთვლი, რომ ეს მისთვის უკეთესი იქნებოდა. შესაბამისად, ყველა პოლიტიკური დარტყმა ჩვენ უნდა აგვეღო ჩვენ თავზე. ეს იყო განპირობებული მასზე, როგორც პოლიტიკურ ლიდერზე ზრუნვით.

გიგი უგულავას პასუხი ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ გაემიჯნა პარტია მიხეილ სააკაშვილს არჩევნებამდე, იმედის ეთერში, გადაცემა ქრონიკაში.

კომენტარები