ვითარება საავტომობილო გზებზე

ქობულეთის შემოვლით გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, ქობულეთის შემოვლითი გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

უწყებაში აცხადებენ, რომ ავტოტრანსპორტის მოძრაობის ნაკადი გადართულია სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის ქობულეთის მიმართულებით. მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნული მიმართულებითაც აკრძალულია.

აღსანიშანავია, რომ შეზღუდვები კვლავ მოქმედებს ჯვარი-უშგულისა და ხრესილი-ამბროლაურის მონაკვეთებზე.

გარდა ამისა, დილიდან, სპეციალური რეჟიმებია დაწესებული თბილისი-სენაკი-ლესელიძის, ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის, ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის, ვაზიანი-გომბორი-თელავის, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე. დეტალური ინფორმაცია ამის შესახებ გზების დეპარტამენტმა რამდენიმე საათის წინ გაავრცელა.

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ1-კმ36 მონაკვეთზე.

კომენტარები