კრიმინალი

შსს: იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ნ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, „პარაბელუმის“ მოდელის არარეგისტრირებული პისტოლეტი, მჭიდი და 8 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

"დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით)"  -აცხადებს შსს.

კომენტარები